ტექნოლოგიების საშუალებით ვზრუნავთ გარემოზე
- tbilisischool61

- 24 мар. 2019 г.
- 1 мин. чтения
Обновлено: 4 июн. 2019 г.
ერთ-ერთი დავალების ფარგლებში, რომელიც მოიაზრებდა თავისუფალ თემაზე მუშაობას , ბავშვებმა შექმნეს ციფრული თხრობის ვიდეოები სკოლაში არსებულ ინოვაციურ და უპრეცედენტო შემთხვევაზე- სკოლის სახურავზე განთავსებულია მზის ენერგიის გადამამუშავებელი ბატარეები, რომელიც გვეხმარება მზის ენერგია გამოვიყენოთ ელექტრო ენერგიად. რესურსები, რომელთა მარაგიც დედამიწაზე ათასწლეულების განმავლობაში იქმნებოდა, ულევი როდია, მათი ეკონომიური ხარჯვა კი თანამედროვეობის აქტუალური პრობლემაა.
ამ პრობლემის გადაჭრისათვის, ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ მზის ენერგიის გამოყენებას ენიჭება. მოსწავლეებისთვის ეს ფაქტი საინტერესო აღმოჩნდა და სწორედ ამ მოვლენაზე ,,ციფრული თხრობის" ფარგლებში გადაიღეს ვიდეო- რგოლები. ფიზიკის კაბინეტში განთავსებული მონიტორი კი საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ვაჩვენოთ, როგორ გამოვიმუშავებთ ელექტროენერგიას მზის საშუალებით.





Комментарии