top of page

სილიკონის ველი 61

22788754_1633018500082904_14195380405209

  პროექტმა ,, ციფრული სკოლა -საქართველო“  მთლიანად შეცვალა ჩვენი სკოლის ტემპი და მუშაობის სტილი.

,,ციფრული სკოლა-საქართველო“, ეს არის ესტონური პროექტი, რომელიც ციფრული სწავლების დანერგვას უწყობს ხელს.  სსიპ ქალაქ თბილისის N61 საჯარო სკოლამ მის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა.  გავეცანით  ციფრული თხრობის მეთოდს.  მრავალმა მოსწავლემ გამოთქვა მონაწილეობის სურვილი,  განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს მუშაობის პროცესში.  მეშვიდე და მერვე კლასის მიერ ჩატარებული პრეზენტაციის შემდეგ სხვა კლასებსაც გაუჩნდათ ამბიცია,  ციფრული თხრობის ფარგლებში გაეკეთებინათ ვიდეორგოლები . სწორედ ეს ფაქტი გვაფიქრებინებს, რომ პროექტმა და ჩვენმა აქტიურმა მუშაობამ შედეგი ნამდვილად გამოიღო.  ჩვენი მთავარი მიზანი კი ისაა,  რაც შეიძლება მეტი მოსწავლე და მასწავლებელი ჩავრთოთ ამ პროცესში , გვაქვს სურვილი,  ჩვენი სკოლა გახდეს ლიდერი საგანმანათლებლო სივრცეში ციფრული სწავლების მიმართულებით.

61 School Logo 1.jpg
  • Grey Google+ Icon
  • Grey Facebook Icon
    school 61
bottom of page