top of page
Поиск

გამოხმაურება

  • Фото автора: tbilisischool61
    tbilisischool61
  • 4 июн. 2019 г.
  • 1 мин. чтения

მე ციფრულ ტექნოლოგიებზე მეტ-ნაკლები წარმოდგენა და პრაქტიკა მაქვს, მაგრამ რაც ჩემმა თანაკლასელებმა შეძლეს მართლაც საოცარია. თვალყურს ვადევნებდი ჩემი თანაკლასელების მუშაობის პროცესს და აღფრთოვანებული ვარ. დაინტერესება და ჩართულობა ციფრული თხრობის მეთოდით რესურსების შექმნაზე ძალიან დიდი იყო. ვხედავდი როგორ თანამშრომლობდნენ, სულ ერთად გეგმავდნენ რაღაც საქმეებს, დამატებით რჩებოდნენ სკოლაში, ხან სკოლის გარეთაც ხვდებოდნენ და უზიარებდნენ ერთმანეთს იდეებს. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი მეც მათთან ერთად მემუშავა, ჩავრთულიყავი სხვადასხვა აქტივობებში. მთელი კლასი ველოდებოდით რას გვაჩვენებდნენ ჩვენი მეგობრები პრეზენტაციაზე.

შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა! ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მთელი კლასი აღფრთოვანებულნი დავრჩით პრეზენტაციის ხილვით. ციფრული თხრობის ამ მეთოდმა მაჩვენა რომ გეომეტრია საერთოდაც არ ყოფილა ისეთი რთული როგორიც მე მეგონა. ჩემ თავს დავპირდი რომ აუცილებლად დავიწყებდი მეც მუშაობას ჩემი კლასელების მსგავსად და მეც შევქმნიდი რაიმეს ციფრული თხრობის ფარგლებში. და ასევე ვფიქრობ რომ შემდგომ ჩვენ გავხვდებით მოტივატორები სხვა ბავშვებისთვის.


 
 
 

Комментарии


  • Grey Google+ Icon
  • Grey Facebook Icon
    school 61
bottom of page